რუსთავის საფეხბურთო აკადემიაში მზურნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ შეხვედრაში, ფოთის ბავშვთა გუნდმა ქუთაისის გუნდი 5:4 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფესტივალი, სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას" სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის ექვსი რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა.
„ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის უკვე მეხუთე წელია ფეხბურთის ფედერაციასთან ერტად ავარჯიშებს მზრუნველობამოკლებულ სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს საქართველოს მაშტაბით. ჩვენ უკვე რაოდენობა 300 ბავშვამდე გავზარდეტ, ბავშვებს ყოველწლიურად წელიწადში რამდენჯერმე ურიგდება სრული ეკიპირება“-განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნიკა კაპანაძემ.